Live 1
კომპანია
01/02/2017

გალაქსი კონსტრაქშენი

„გალაქსი კონსტრაქშენ“-ი წარმოადგენს სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას, რომელიც არსებობს ქართულ სამშენებლო ბაზარზე უკვე 7 წელია და მის ძირითად პროფილს წარმოადგენს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. 2013-2019 წლებში მან განახორციელა სამი წარმატებული პროექტი: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი - გალაქსი დიდი დიღომი-1“, გალაქსი დიდი დიღომი -2" და გალაქსი დიდი დიღომი -3“. 
დღეისათვის კომპანიამ დაიწყო ახალი, პრემიუმ კლასის მრავალსართულიანი სახლის, "გალაქსი ტერასა"-ს მშენებლობა.
"გალაქსი კონსტრაქშენის" მიზანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე წარმოადგენდეს ისეთ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ამკვიდრებს მშენებლობის ხარისხისა და თანამედროვე დიზაინის სახლების სტანდარტს. 


მისია

ჩვენი მისიაა შევქმნათ ხარისხზე ორიენტირებული მომხმარებლისთვის კომფორტული და კეთილმოწყობილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, გამორჩეული ხარისხითა და ჯანსაღი გარემოთი და შევთავაზოთ მათ ეს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ფასით. ასევე, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენს თანამშრომლებს შევუქმნათ კრეატიული, ჯანსაღი და მოტივაციის მქონე სამუშაო გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი, ინდივიდუალურად და გუნდურად, მოტივირებული იქნება ბოლომდე დაიხარჯოს, რათა ისინი გამოირჩეოდნენ კლიენტებისადმი ექსტრაორდინარული სერვისითა და პროფესიული გულწრფელობით.

ხედვა

ჩვენი ხედვაა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე წარმოვადგენდეთ ისეთ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ამკვიდრებს მშენებლობის ხარისხისა და თანამედროვე დიზაინის სახლების სტანდარტს. ამიტომ ჩვენ მუდმივად ფოკუსირებულნი ვართ ჩვენი კომპანიის მომავალზე, მის ზრდასა და განვითარეზე. ასევე გვჯერა, რომ ჩვენი შრომით სარგებელი უნდა მოვუტანოთ საზოგადოებას და ქვეყანას, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ და შესაბამისად, მუდმივად უნდა ვცვლიდეთ გარემოს უკეთესობისაკენ.

ღირებულებები

ჩვენი მუდმივი ზრუნვის ობიექტია ჩვენი მომხმარებელი, შესაბამისად ჩვენს მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს ხარისხი და სანდოობა, ნოვატორობა და კომპეტენტურობა; ასევე, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამშრომლებზე და ამიტომაც ჩვენს ღირებულებას წარმოადგენს უსაფრთხო, ჯანსაღი და მოტივაციის მქონე სამუშაო გარემო თითოეული თანამშრომლისთვის და სადაც ისინი მიიღებენ სამართლიან ანაზღაურებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა და გარემო, სადაც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, ამიტომ ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს გარემოზე და საზოგადოებაზე ზრუნვა და ინვესტიცია გარემოს უკეთესობისკენ ცვლილებაში

ჩვენი გუნდი

ჩვენი პროფესიონალი გუნდი ზრუნავს თქვენს კომფორტზე

our partners

Our profesional Team makes best experience for your living

დაგვიკავშირდით

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
გაყიდვების მენეჯერი
მისამართი:
თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის ქ. #10ბ
ელ.ფოსტა
სოც. ქსელები