Notice: Trying to get property of non-object in /home/z100582/domains/galaxygroup.ge/website_back/pages/floor/Floor.php on line 61
სართული 2 | galaxygroup.ge
Live 1
მთავარი უკან

გალაქსი დიღომი 3

სახლი მთელი ოჯახისთვის! თქვენი დანაზოგის საუკეთესო დაბანდების საშუალება და ინვესტიცია მომავლისთვის!
ვრცლად

ზედხედი

დაგვიკავშირდით

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
გაყიდვების მენეჯერი
მისამართი:
თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა #38
ელ.ფოსტა
სოც. ქსელები

გალაქსი დიღომი 3

გალაქსი დიდი დიღომი 3 - ეს არის მაღალი კლასის საცხოვრებელი სახლი დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, მყუდრო, წყნარ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში,რომელიც დაშორებულია მირიან მეფის ქუჩიდან კომფორტული მანძილით (80მ), რაც საშუალებას აძლევს მაცხოვრებელს იყოს მთავარ ავტოსტრადასთან ახლოს და ამავდროულად იცხოვროს წყნარ და სუფთა გარემოში! მასთან თანაბარი სიახლოვით არის განლაგებული საყოფაცხოვრებო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სასწავლო-საგანმანათლებლო ობიექტები.

ველოდრომთან ახლოს მდებარეობა კი  „გალაქსი დიდი დიღომი 3“ -ის მაცხოვრებლებს დაგეხმარებათ მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, რაც კიდევ მეტად აგიმაღლებთ გუნება-განწყობას და გაგიხალისებთ ცხოვრებას!

ენერგოეფექტურობა/ოპტიმალური გეგმარება

კომპანია „გალაქსი კონსტრაქშენ“-ი აგრძელებს თანამედროვე თბო და ხმის საიზოლაციო მასალების გამოყენებას მშენებლობაში. ეს ჩვენს კომპანიას საშუალებას აძლევს მომხმარებელს შესთავაზოს კომფორტული, მყუდრო და ხარჯთ ეფექტური საცხოვრებელი სახლები.

ჩვენმა არქიტექტორებმა დიდი დრო დახარჯეს ბინების გეგმარების შესადგენად, რათა ოპტიმალურად განაწილებულიყო საცხოვრებელი ფართი საძინებლებს, საერთო ოთახსა და საზაფხულო ფართს შორის. ჩვენ გვესმის, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და მას საკუთარი არჩევანი აქვს ბინის დაგეგმარების დროს, ამიტომ ურიგელო სისტემისა და თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტილებების გამოყენებით, ბინის მომავალ მფლობელს თავადაც შეუძლია განსაზღვროს მისთვის სასურველი გეგმარება.


ბინები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში, რაც ამცირებს თქვენს დროს და ხარჯებს, შესაბამისად თქვენ შეიძენთ დასრულებულ ბინას, მიყვანილს კოსმეტიკურ რემონტამდე.

            მწვანე კარკასი მოიცავს:

  • რკინის კარს  საკეტით
  • მეტალოპლასტმასის, ხის ფაქტურის მქონე  კარ-ფანჯარას
  • მოპირკეთებულ კედლებსა და შიდა ტიხრებს
  • მოჭიმულ იატაკს (ხმის და თბოსაიზოლაციო მასალით)
  • ყველა კომუნიკაციას (ელ. ენერგია, ბუნებრივი გაზი, წყალი, კანალიზაცია, ვენტილაცია)
  • კერამო-გრანიტით მოპირკეთებულ საზაფხულო ფართს
  • ბინის აღჭურვას აუდიო  დომოფონით
  • ეზოს კეთილმოწყობა გასართობი საშუალებების ჩათვლით
  • ეზოს, ავტოპარკინგისა და სადარბაზოს შესასვლელის სათვალთვალო კამერებით აღჭურვას

 

 ეკოლოგია/უსაფრთხოება

ჩვენ გვესმის, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისათვის აუცილებელია ჯანსაღი და წყნარი გარემო. ამისათვის იზრუნა ჩვენმა კომპანიამ! წინასწარ, საცხოვრებელი ადგილის შერჩევის მიზნით, კომპანიის დაკვეთით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტის მიერ განისაზღვრა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისა (მტვერი, ნახშირბადის მონოოქსიდი, აზოტის დიოქსიდი) და ხმაურის დონე. მიღებული შედეგები მნიშვნელოვნად უკეთესია დასაშვებ ნორმებთან შედარებით, რაც წარმოდგნილია ცხრილის სახით:

Ecologia 

 
იმისათვის, რომ თქვენ და თქვენი ოჯახი წევრებმა თავი დაცულად იგრძნოთ, ჩვენთან მოქმედებს დაცვის თანამედროვე სისტემები

  • ტერიტორია სრულად შემოსაზღვრულია ღობით და დამონტაჟებულია Hikvision კამერები სადარბაზოს, ეზოსა და ავტოპარკინგზე, ონლაინ ტრანსლიაციის შესაძლებლობით
  • დომოფონის თანამედროვე სისტემით უზრუნველყოფილი ჩაკეტილი და დაცული სადარბაზო, თითოეული ბინიდან ინდივიდუალური გაღების შესაძლებლობით

 

ინფრასტრუქტურა

პროექტის დაგეგმარების დროს დიდი ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურას:

-  კერამო გრანიტით მოპირკეთებული სადარბაზო

- ორ დონიანი შიდა და ვრცელი გარე ავტოსადგომი

- თანამედროვე, მაღალი ხარისხის, UPS სისტემით აღჭურვილი ლიფტი. უწყვეტი ელექტრომომარაგების სისტემა უზრუნველყოფს მგზავრის მიყვანას სასურველ სართულზე.

- 700 კვ მეტრზე განთავსებული ეზო  გამწვანებული სივრცით, სპორტული  კუთხით, მოსასვენებელი  და ბავშვთა გასართობი მოედნით.

 

თითოეულ კლიენტზე მორგებული გადახდის მოქნილი პირობა

მომხმარებლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ,,გალაქსი დიდი დიღომი 3-ში“ ბინის შეძენით, კომპანია ,,გალაქსი კონსტრაქშენი“ სთავაზობს: 

ბინის შეძენას იპოთეკური სესხის საშუალებით პარტნიორ ბანკში (საქართველოს ბანკი) განსაკუთრებული პირობებით: 
- სესხი უზრუნველყოფის და შემოსავლების დადასტურების გარეშე 
- სესხი დაბალი საპროცენტო განაკვეთით ლარში 
- სესხის ხანგრძლივობა 15 წლამდე